ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ მოძრაობა „ჯიუტი“ სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, იქამდე, სანამ სამოქალაქო აქტივისტის სახლში ჩხრეკას დაიწყებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ისაკო დევიძის ადვოკატი გამოვიდა. ისაკო თავდაპირველად პოლიციამ სახლთან ახლოს ნახა და ჩასვა მანქანაში, მიიყვანეს სახლში, სადაც შესვლამდე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ეკითხებოდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც დაკავშირებული იყო პროტესტთან და ორგანიზატორებთან და ასე ჩაატარეს ჩხრეკა. ისაკომ შიმშილობა გამოაცხადა. დაკავებულია ადმინისტრაციულით“, - წერია განცხადებაში.