„რუსეთი დამარცხდა სირიაში, დამარცხდა მოლდოვაში, დამარცხდა რუმინეთში, აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და აუცილებლად დამარცხდება საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა“, -განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.