სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

24-02-2022, 15:01 - 2022
727
       

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას. უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, დაძაბულია ვითარება გაერთიანებული საოპერაციო ძალების ოპერაციის ზონაში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის მძიმე ბრძოლა გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები