ხარკოვის რაიონში და გაერთიანებული ძალების მოქმედების რაიონში შეტაკებები მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის შემოვლით გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.
ასევე განადგურებულია სულ მცირე 6 რუსულო თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და მოწინააღმდეგის ათობით ჯავშანმანქანა. დაღუპულია 50-მდე რუსი ოკუპანტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორის წინსვლას აკავებენ.