მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

24-02-2022, 14:21 - 2022
1 047
       

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, კიშინიოვი საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს.

ის მზადაა მიიღოს ათიათასობით ადამიანი, რომლებიც მეზობელ უკრაინას რუსული თავდასხმის შემდეგ დატოვებს.

„დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, - თქვა სანდუმ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები