ირაკლი ზარქუა: კაცები ვართ და შეურაცხყოფაზე რეაგირება ყოველთვის გვექნება

ირაკლი ზარქუა: კაცები ვართ და შეურაცხყოფაზე რეაგირება ყოველთვის გვექნება

24-01-2025, 00:16 - 2025
2 211
       

„რაც მოხდა, არ არის საამაყო, შეურაცხყოფაზე ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, კაცები ვართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
 

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ დაბიში... ის, რაც მოხდა, ეს არ არის საამაყო, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე, ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ. იქაც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები, თუ პოლიტოლოგები, რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, რაღაც 80 000 დოლარი, რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში 10-15-ჯერ უფრო ნაკლები და იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს და ამ 3 და 4 ათას დოლარს ჩვენ ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ. ეს იყო და ეს“, - განაცხადა ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები