კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ იმ საქმის დეტალები გაიხსენა, რომლის გამოც ის განსასჯელის სკამზე მოხვდა.
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ალი ბაბაევი მასთან იმიტომ მიაგზავნეს, რომ მისი განეიტრალება უნდოდათ.
„აქციაზე მივდიდოი, გული გახეთქვაზე მქონდა და მომესმა ჯერ გვარი ჩემი, მერე შეგინება, მოვტრიალდი, შემეფეთა ეს ტიპი, არც მე ვარ მამა აბრამის ბატკანი და შემოვცხე, მერე რკინით გამომეკიდა, კინაღამ თავი გამიხეთქა და მერე მომიწია და უფრო მაგრად დავარტყი. არ მინდოდა, ასაკოვანი კაცია და მაგის ცემა, მაგრამ ბოდიში და ვიღაც ალი ბაბაევს და მუსტაფას თავს არ დავუხრი არავის. როგორც ჩანს ჩემი განეიტრალება უნდოდათ, ჩემი ხასიათი იციან, რომ არ გავატარებდი და ეს “ძონძი“ ალი ბააბევი მომიგზავნეს, რომელზედაც მეუბნებიან, რომ პოლიტიკური მოღვაწეაო. ჩამოკიდეს ეს საქმე და სიტუაციის მიხედვით იქნება, დაჭირდებათ დამიჭერენ, დაჭირდებათ არა“, - განაცხადა ელისაშვილმა.