ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცცხადდა

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცცხადდა

24-02-2022, 13:28 - 2022
1 585
       

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცცხადდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.
 
„დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს. 

ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. 

ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძველს“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.


ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები