უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის - თავდაცვის მინისტრი

უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის - თავდაცვის მინისტრი

24-02-2022, 13:26 - 2022
646
       

უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმია დაუმარცხებელია.

„მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი არმია დაუმარცხებელია. უკრაინა სრული თავდაცვის რეჟიმზე გადადის“, - წერს რეზნიკოვი „ფეისბუქში“.

მანვე ყველას, ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეუძლია, მოუწოდა, რომ თავდაცის ძალებს შეუერთდეს. იარაღის მისაღებად მათ მხოლოდ პასპორტის წარდგენა დასჭირდებათ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები