ზავი ოფიციალურად დაიდო | „ჰამასმა“ ისრაელს მძევლების სია გადასცა

ზავი ოფიციალურად დაიდო | „ჰამასმა“ ისრაელს მძევლების სია გადასცა

19-01-2025, 14:19 - 2025
1 509

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაშია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გაკეთდა.
 
ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყო, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან.  ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომელიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.
 
შეთანხმების ძალაში შესვლა სწორედ არასრული სიის გამო დაგვიანდა. თავდაპირველად „ჰამასმა“ თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა და განაცხადა, რომ იყო „ტექნიკური“ შეფერხება სამი მძევლის გვარის მიწოდებაში.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა