უკრაინის სასზღვრო სამსახურმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ უკრაინაში გადავიდა.
სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა სამხედრო მანქანების გაგზავნამდე საარტილერიო ჭურვები გაისროლეს.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის განცხადებით, რუსულმა სამხედრო კოლონებმა საზღვარი ასევე გადაკვეთეს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.