მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიში წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
როგორც ცნობილი იყო, „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატების სასამრთლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.
ცნობილია, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, პატიმრობაში რჩებიან მათი თანმხლები პირებიც.
შეგახსენებთ, რომ დუბაიში ზარქუამ, სანიკიძემ და მათმა თანხმლებმა პირებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, დააზიანეს სასტუმროს ინვენტარი, რის შედეგადაც დაშავდა სასტუმროს რესტორნის თანამშრომელი.