ზურა ჯაფარიძე: სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას

ზურა ჯაფარიძე: სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას

15-01-2025, 12:05 - 2025
2 080
       

„სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და გასულ ღამეს ბათუმში თავდასხმას ეხმიანება. 


„სოლიდარობა ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიას (ყოველგვარი „მაგრამებისა“ და „მიუხედავად იმისების“ გარეშე).

ეს ბრძოლა ყველას მოსაგებია, ვინც ახლა აქეთ ვართ.

და ეს რუსული სიმახინჯე და ბოროტება სამუდამოდ ჩასარეცხია მაგადანის ჩეჩმაში“, - წერს ჯაფარიძე. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები