როგორია გიორგი გახარიას მდგომარეობა | ექიმის განცხადება

როგორია გიორგი გახარიას მდგომარეობა | ექიმის განცხადება

15-01-2025, 08:48 - 2025
1 051
       

ექიმის, თაკო შანთაძის ინფორმაციით, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარია, რომელსაც ბათუმში, ოლიგარქის „დეპუტატი“, თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
 
როგორც ექიმმა აღნიშნა, გახარიას მდგომარეობა სტაბილურია - მან კლინიკა საკუთარი ნებით დატოვა.
 

„მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ჯგუფის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა“, - აღნიშნა ექიმმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები