პოლიციამ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი დააკავა | თეატრმა ყველა აქტივობა გააჩერა

პოლიციამ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი დააკავა | თეატრმა ყველა აქტივობა გააჩერა

14-01-2025, 22:53 - 2025
1 879
       

პოლიციამ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, გიორგი ჩაჩანიძე რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრმა ყველა აქტივობა შეწყვიტა.
 

„თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ! თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას“,- აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები