გუშინ, ბათუმში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკვეს ჩვენი კოლეგები, „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, ასევე ამავე რედაქციის ფოტოგრაფი და ოპერატორი, გურამ მურვანიძე.
სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტები კატასტროფულად გახშირდა და სისტემატიური ხასიათი მიიღო.
26 ოქტობმრის შემდეგ აქციებზე სპეცრაზმელები სისტემატიურად და მიზანმიმართლად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, ძალადობდნენ მათზე და ხელს უშლიდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. დღემდე დაუსჯელია ყველა ის პირი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული რეპრესიები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. დღეს თვითგამოცხადებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ძალის გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ნებისმიერი გზით ახორციელებს თავისუფალი მედიის ხმის ჩახშობას, დღეს თავისუფალი მედია გადარჩენისთვის ვიბრძვით და ხშირ შემთხვევაში ჩვენივე ხარჯებით გვიწევს მოვალეობის შესრულება.
ე.წ. მთავრობის მიზანია სრულად შეზღუდოს ქვეყანაში სიმართლის გავრცელება, ამისთვის ის ნებისმიერ ხერხს იყენებს, თუმცა სანამ, ჩვენ, თავისუფალი მედია ვვარსებობთ და შეგვწევს უნარი ვიბრძოლოთ, საქართველოს მოსახლეობას მივაწოდოთ სიმართლე და ვიდგეთ იმ ათასობით ადამიანის გვერდით, რომლებიც 26 ოქტობრის შემდეგ ყოველ დღე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან, მანამ ოლიგარქის მთავრობა ვერ შეძლებს აღასრულოს მისი რუსული ნება საქართველოს მიწაზე.
ჩვენ ყველა კოლეგას ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ყველა თანამემალესა და მოქალაქეს ვუცხადებს სრულ სოლიდარობას, ვგმობთ რუსულ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ჩვენი მედია სივრცე იქნება მუდამ ღია ნებისმიერი ადამიანისთვისა და მედია ორგანიზაციისთვის ვისაც ეს დასჭირდება.