ანდრო ჭიჭინაძე: ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს

ანდრო ჭიჭინაძე: ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს

10-01-2025, 21:38 - 2025
1 501
       

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
 
მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა.
 
ადვოკატ მიგინეიშვილის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სხვა ადვოკატებიც შეუერთდნენ.
 
უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ჯაჭვაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. მიგინეიშვილის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა და რეპლიკის უფლებით ისარგებლა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთევან ჯაჭვაძემ განმარტა, რომ კითხვაზე პასუხს თავად ადვოკატები ითხოვდნენ, თუ რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ვადა.
 
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მცირე რეპლიკით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ.
 

„ძალიან უცნაური პროცესია.... ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები