ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 2 ადამიანი დაჭრეს | ერთი დაიღუპა

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 2 ადამიანი დაჭრეს | ერთი დაიღუპა

5-01-2025, 05:26 - 2025
1 598
       

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.
 
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
 
ორივე შემთხვევაზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები