უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს. მათივე ცნობით, ავიაიერიშის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, სამხედრო თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს პორტზე და სამხედრო ინფრასტრუქტურას ზუსტი დარტყმები მიაყენეს.
გარდა ამისა, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკში აეროდრომის საწვავ-საპოხი მასალების შენობა იწვის.
#BREAKING: #Ukraine army base reportedly hit in #Vinnitsiya region.#BreakingNews #Russia pic.twitter.com/wblHe0sQSB
— The Only Truth (@TheOnlyTruthInc) February 24, 2022