გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: აქციაზე მყოფი ნიღბიანი, ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: აქციაზე მყოფი ნიღბიანი, ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან

29-12-2024, 12:33 - 2024
4 606
       

„აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“, - სკანდალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა „ნოდარ მელაძის“ გადაცემაში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
 
ირაკლი შაიშმელაშვილი განმარტავს, რომ ზოგადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფებია წარმოდგენილი: რობოკოპები და დაკავების ჯგუფები.
 

„რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით. მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან. მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი. ეს არ ემსახურება წესრიგის აღდგენას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რა მიზნით, თუ არა მიზანმიმართულად, განხორციელებულიყო ამ აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორება“, - ამბობს შაიშმელაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები