გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: 2021 წლის 5 ივლისს ნებისმიერი ქმედება ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: 2021 წლის 5 ივლისს ნებისმიერი ქმედება ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული

29-12-2024, 12:22 - 2024
4 674
       

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობისას საპოლიციო მოქმედებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.
 
მისივე თქმით, შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა, რომელიც უშუალოდ იყო ხაზზე ჯაღმაიძესთან.
 

„2021 წლის 5 ივლისის დღის საათებში, სამწუხაროდ, გეგმა არ იყო. წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომელიც წარვადგინეთ არ აამოქმედეს - სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა ვყოფილიყავით. გვითხრეს, რომ სიტუაცია ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანმხებული და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც საჭირო იყო. შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა. 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ, როცა ჩვენი ქვედანაყოფები ადგილზე მივიდნენ, სამწუხაროდ, უკვე ყველა ნაცემი იყო“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები