კიევის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის ფონზე, 24 თებერვლიდან ქალაქში აღარ იმუშავებენ სკოლები და ბაღები, ხოლო საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და დედაქალაქის მთელი სამედიცინო სისტემა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობაზე გადადის.
ოპერატიული შტაბი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ არიან დასაქმებულები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში და არ არინ პასუხისმგებლები ქალაქის სიცოცხლისუნარიანობაზე, სახლში დარჩნენ.
ამასთან, შტაბი კიევში მცხოვრებლებს მოუწოდებს, მზად იყვნენ, რათა სირენის ჩართვის შემთხვევაში თავი შეაფარონ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.