„სიმართლე ასეთი ცხადი და გადამდები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. მათთვისაც კი, ვინც ცდილობს, რომ ეს არ შეიმჩნიოს. ეს ჯაჭვიც და მთელი ერთთვიანი ტალღა მარტო ამას ცხადყოფს და შეუძლებელია ამ ტალღამ გაძლოს რაღაც ნამდვილის გარეშე. ეს ხალხი გააგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას. მე მინდა, რომ დიდი და ძლიერი დასასრული ჰქონდეს ამას. ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი და უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები“, - ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი.