„ახლა მთავარია, რომ ამ კაცმა, იმის გამო, რომ თვითონ არის იზოლირებული, მთელი ქვეყანა არ მოაქციოს იზოლაციაში და არ გადაიყოლოს. რასაც დღესდღეობით „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის საქართველოს მომავლის წართმევა ბიძინა ივანიშვილის ხელით და კიდევ უკან რუსეთის ხელით. ჩვენ მთელი ქვეყანა დავდგებით და ამისთვის ვიბძოლებთ“, - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.