ომის პარალელურად, უკრაინა რუსული კიბერშეტევების და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა

ომის პარალელურად, უკრაინა რუსული კიბერშეტევების და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა

24-02-2022, 10:24 - 2022
793
       

ომის პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო, სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემების რუსული კიბერშეტევის და ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშაა. 
 
რუსი ჰაკერების სამიზნე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების ვებ-გვერდები და სისტემები გახდა. 
 
პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა უკრაინის მინისტრთა კაბინეთის ვებ-გვერდზე, სადაც ჰაკერებმა ვირუსული პროგრამაც განათავსეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები