ნინო სუხიშვილი: ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება

ნინო სუხიშვილი: ეს თაობა არ გაჩერდება, არ დაემონება

25-12-2024, 01:39 - 2024
1 268
       

„ეს თაობაა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მომავლისთვის და თავისუფლებისთვის, თავისუფლება ხომ მხოლოდ სიტყვა არ არის, თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ეს ის თაობაა, რომელიც არ გაჩერდება, არ დაემონება, მათ არ უნდათ რუსეთის გუბერნიად გადააქციონ საქართველო, მათ უნდათ მომავალი თავისთვის, ეს ის თაობაა, რომელშიც პირიქით, უნდა ჩადონ ინვესტიცია, გვერდზე უნდა დაუდგნენ, უნდა მოუსმინონ. ხომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ამ საზოგადოების გახლეჩა? ის, რომ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ხომ არ ნიშნავს, რომ არაა შენი მოქალაქე. ჩვენ ხომ ტრადიციული ქვეყანა ვართ, როგორც ტრადიციულად ოჯახის უფროსია პასუხისმგებელი თავის ოჯახის მიმართ, ასევე უნდა იყოს ხელისუფლეა პასუხისმგებელი. ის არის დამნაშავე, რომ გახლეჩილია ერი შუაზე, ისაა დამნაშავე, რომ ეს ახალგაზრდები მთელი ღამე დგანან ქუჩაში, ეს ხომ ასიათასობით ადამიანია, ეს ხომ არაა მართლა 300-400 კაცი, რომელიც არ დანებდება და ეს გაგრძელდება, უსასრულოდაც რომ გაგრძელდეს, მე მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები მიაღწევენ და თავის სათქმელს იტყვიან, რადგან იციან, რომ მათი მომავალი არის ევროპაში, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები