პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის „შეძრწუნებულია უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით“ და რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა არაპროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით“.
ის დასძენს, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, რათა განეხილა, თუ როგორ უნდა უპასუხოს რუსეთის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს. ჯონსონი ამბობს, რომ ბრიტანეთი და მოკავშირეები პუტინს გადამწყვეტად უპასუხებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.