რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ცნობები ქვეყანაში სარაკეტო დარტყმის შესახებ.
მისი თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ინფრასტრუქტურასა და მესაზღვრეებზე.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.