ორი ნიღბიანი პირი, რომლებიც რუსთაველის მეტროში მოქალეებს თავს დაესხნენ, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მათ 2 000-2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
16 დეკემბერს შსს-მა ორი პირი დააკავა – ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, ისინი მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამას მოჰყვა ვიდეო, როგორ აგინებენ და ემუქრებიან ისინი მეტროში მყოფ ახალგაზრდებს.
ეს პირები მხოლოდ დემონსტრანტების მოთხოვნის შემდეგ დააკავა პოლიციამ.