ნიკა გვარამია გაათავისუფლეს

ნიკა გვარამია გაათავისუფლეს

16-12-2024, 16:50 - 2024
3 682
       

სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა. ის მარნეულის იზოლატორში იმყოფებოდა.
 
ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
 
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი „დროას“ ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.
 
მას დაკავებისას ნიღბიანები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები