ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავა დაზარალებულად ცნო

ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავა დაზარალებულად ცნო

16-12-2024, 15:35 - 2024
2 700
       

ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაზარალებულად ცნო.
 

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე“, - წერს ჟურნალისტი.

29 ნოემბერს როგავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აქციას აშუქებდა, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები