„როცა ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი პოლიციელი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ“ | დარახველიძე

„როცა ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი პოლიციელი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ“ | დარახველიძე

8-12-2024, 19:35 - 2024
3 475
       

„როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს“, - ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.
 
აღნიშნული კომენტარი, მან ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა.
 
„ჩვენ ვრეაგირებთ თითოეულ ფაქტზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და განსაზღვრული კანონით. შესაბამისად, როცა საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება, რა თქმა უნდა, ის ახდენს ფაქტის დაფიქსირებას და რეაგირებას. ახლა, პოლიციელს და საპატრულო პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს ან სხვა ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სპეციალური წვრთნა გავლილი.
როცა ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ. ამიტომ, მან გამოიძახა შესაბამისი დანაყოფები და დაწყებულია გამოძიება, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები