იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან ჟურნალისტების მდუმარე აქცია გაიმართა.
მედიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ნიღბიანი უცნობი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.