საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
ასე ეხმაურება ის „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ცემა და ძალადობა, რომლებიც უბრალოდ თავიან საქმეს ასრულებენ“, - წერს ზურაბიშვილი.