ღარიბაშვილის სიმამრი გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

ღარიბაშვილის სიმამრი გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

29-01-2022, 06:00 - 2022
1 309
       

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებებს „ფორმულასთან“ პასუხობს.

თამაზაშვილი ამბობს, რომ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფიგურირებდნენ სანაიას მკვლელობაში აბსოლუტური ტყუილია.

„აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. დაწყოს გამოძიება. რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია, ერთი ჟურნალისტი იყო, კაი ადამიანი. ერთხელ ვიყავით პროკურატურაში რაღაც გამოძიება. არ მახსოვს როდის ვიყავით და რას ეხებოდა ეს გამოკითხვა“, - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა „ფორმულასთან“.

ცნობისთვის, გუშინ კონსტანტინე ციხისთავმა განაცხადა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძე და კრიმინალური ავტორიტეტმა, შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები