ადვოკატებს აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანთან ცალკე, კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალება არ მიეცათ | PHR

ადვოკატებს აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანთან ცალკე, კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალება არ მიეცათ | PHR

7-12-2024, 18:11 - 2024
1 408
       

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უთაისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ლ.ჯ-სთან კონფიდენციალური შეხვედრის უფლება არ მიეცათ, რითაც არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება დაირღვა.
 

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი. PHR-ის ადვოკატები უკვე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ მათ 17 წლის ლ.ჯ-სთან ცალკე, კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალება არ მიეცათ, რითაც დაირღვა არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება“, - წერს PHR-ი.

 
შეგახსენებთ, რომ 17 წლის არასრულწლოვანი ლ.ჯ პოლიციამ 5 დეკემბერს აქციის მსვლელობის დროს დააკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები