მოქალაქე: სპეცრაზმმა ჩემი ძმა დაიჭირა, ის ინსულინდამოკიდებულია

მოქალაქე: სპეცრაზმმა ჩემი ძმა დაიჭირა, ის ინსულინდამოკიდებულია

7-12-2024, 03:32 - 2024
1 586
       

მოქალაქე ირა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საპროტესტო აქციაზე სპერაზმმა მისი ძმა, კონსტანტინე ბალანჩივაძე დააკავა.
 
მოქალაქე აღნიშნავს, რომ დაკავებული ინსულინდამოკიდებულია.
 

„დაიჭირეს ჩემი ძმა კონსტანტინე ბალანჩივაძე. ვისაც რითი შეგიძლიათ მომაწვდინეთ ხმა, დამეხმარეთ რომ გავიგო სად ვეძებო!! მნიშვნელივანია ადგილსამყოფელი დროზე დავადგინო, ვინაიდან ინსულინდამოკიდებულია და წამალი გვინდა მივაწვდინოთ!! მადლობა ყველას“, - წერს მოქალაქე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები