ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვენ

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვენ

24-02-2022, 01:40 - 2022
699
       

რუსეთისგან მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონის ლიდერები, დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვენ.

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით  წერს.

პესკოვის თქმით, პუტინმა შესაბამისი „სააპელაციო წერილები“ მიიღო. როგორც ის ამბობს, წერილებში პუშლინი და პასეჩნიკი უკრაინელ სამხედროებს დაბომბვაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმას კვლავ განაგრძობენ. დღის განმავლობაშიც არაერთხელ განხორციელდა დაბომბვა, მათ შორის მძიმე იარაღის გამოყენებით. უკრაინას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები