სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

6-12-2024, 23:49 - 2024
385
       

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რეჟიმის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო  და ნიკა გვარამია 12 დღით პატიმრობაში გაუშვა.
 
შუამდგომლობა, რომლითაც   დაცვის მხარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის დაკავების სრული მასალის დართვას ითხოვდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
 
პროცესზე  გამოიკვლიეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიტანილი ის კადრები, რომელიც სრულ მომხდარის სრულ სურათს არ ასახავს.
 
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისიც კი არ მიიღო მხედველობაში , რომ გვარამია 4 დეკემბერს დააპატიმრეს, დაკავების ოქმი კი დღეს დილით შეადგინეს.
 
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი სასამართლოდან ისევ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები