„სტუდენტი ვარ და ჩემს ჩანთაში კონსპექტები იპოვეს“, - ამის შესახებ მოქალაქემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მეტროში რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ გაჩხრიკა.
„არ ვიყავი აქციაზე. მეცადინეობიდან მოვდივარ. მეგობარი უნდა მენახა მეტროში. გამაჩერეს, მითხრეს პირადობა მომეციო და მითხრეს, რომ ჩანთა უნდა შეემოწმებინათ. თავად ვანახე ყველაფერი. რა ხდება არ ვიცი, უბრალოდ გული მწყდება, რომ ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეებს ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევენ და დისკომფორტს გვიქმნიან. მე სტუდენტი ვარ, ჩემს ჩანთაში კონსპექტები იპოვეს, არაფერი მქონდა კანონსაწინააღმდეგო“, - ამბობს მოქალაქე.
წყარო: „ტვ პირველი“