დღეს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

დღეს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

6-12-2024, 13:25 - 2024
278
       

დღეს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელს ბრალი გუშინ ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს. 

როგორც ცნობილია, თავად ცეცხლაძე ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

"გუშინ მოვინახულე ზვიად ცეცხლაძე. მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ჯანმრთელად არის, დაზიანებები არ აღენიშნება. განაცხადა, რომ პოლიციას დაკავებისას მის მიმართ შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცეცხლაძე დაკავებულია 225-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის, ან ძალადობის ორგანიზებას. წუხელ გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. გავეცანით, ფიზიკურად რისი გაცნობის შესაძლოებლობაც ამ დროისთვის გვქონდა. დღეს ჩაინშნება პროცესი, ველოდებით შუამდგომლობის შეტანას. ვარკვევთ, რომელ მოსამართლეზე განაწილდება სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში, დღეს იმსჯელებს სასამართლო ზვიად ცეცხლაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ადვოკატი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები