თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაცვის მხარემ მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.