შრომის ინსპექციის თანამშრომელი ნათია ცერცვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და საჯარო სამსახურების დუმილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას და ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სამსახური, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე შეიქმნა დუმს ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან და გარდამტყეხ მომენტში, ახლა თითოეული საჯარო მოხელის ვალია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და დაუდგეს იმ ახალგაზრდებს გვერდით, რომლებიც ყოველ ღამე უშიშრად დგანან, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ყოველ ღამე სასტიკად ექცევიან, სახლებამდე სდევენ, ასეთ დროს არ შეიძლება ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე,ყველამ უნდა გადაწიოს საკუთარი პირადი ინტერესების უკანა პლანზე. მე, როგორც ერთი საჯარო მოხელე ნათია ცერცვაძე, ვემიჯნები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას და ყოველგვარ ძალადობას. იფიქრეთ თქვენს სამშობლოზე, იფიქრეთ თქვენს შვილებსა და მათ მომავალზე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოს!“, - წერს ნათია ცერცვაძე.