„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
ნიკა გვარამიას ივანიშვილის პოლიცია გუშინ, 4 დეკემბერს „დროას“ ოფისთან ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დააკავა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.