სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, - წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.