„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან

„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში პოლიციელები იმყოფებიან

4-12-2024, 17:57 - 2024
471
       

„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, ქრისტინე ბოტკოველის, (ნენსი ვოლანდის) სახლში პოლიციელები იმყოფებიან.
 
როგორც ნენსი ჟურნალისტებთან ამბობს, პოლიციის მოთხოვნით გასაუბრება მის სახლში გაიმართება.
 
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა.
 
„გვითხრეს, რომ არ შეიძლება და მე გამაგდეს სახლიდან. რა ვიცი რას ეძებენ, ჩემი შვილი არაფერს ცუდს არ აკეთებს ეგ ვიცი, მაგათზე ცუდს ნამდვილად არ აკეთებს, რაც მაგათ აქვთ ჩადენილი. ამ დღეების განმავლობაში მაინც. ვიცი, რომ მისი მხრიდან მოწოდებაც არ იყო, რომ ომი დავიწყოთ ან იარაღი ავიღოთ ხელში. დატოვეს ორი მოწმე, მე გამაგდეს. ბევრი ხალხის არ შეიძლებაო და რა ვიცი. ეს არი დაშინების მცდელობა. ერ გოგოზე მოვიდა 8 კაცი მაინც არის. მოსულა ოჯახის წევრის სახლიდან გაგდება“, - ამბობს ნენსი ვოლანდის დედა.
 
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები