პოლიციამ „ენმ“-სა და „დროა“-ს ოფისებიდან კვერცები, პლედები, დროშები და კარვები წაიღო

პოლიციამ „ენმ“-სა და „დროა“-ს ოფისებიდან კვერცები, პლედები, დროშები და კარვები წაიღო

4-12-2024, 17:52 - 2024
350
       

დაახლოებით ორი საათია პოლიცია „ენმ“-სა და „დროას“ ოფისებში შევიდა და ჩხრეკას ატარებდა.
 
პოლიციამ ჩხრეკაზე არ დაასწრო პარტიის წარმომადგენლები და მათ არც ჩხრეკის ორდენები წარმოადგინეს.
 
„დროას“ ოფისთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ნიკა გვარამიას და დააკავეს, ასევე დაპირისპირება იყო „ენმ“-ს ოფისთან.
 
ორი საათის შემდეგ კი, პოლიციამ ორივე პარტიის ოფისიდან სხვდასხვა ატრიბუტიკა გამოიტანა - კვერცხები, კარვები, დროშები, პლედები, გამათბობლები, ფეირვერკები, სხვდასხვა სახის პირველადი დახმარების საშუალებები, ჩაფხუტები და აირწინაღები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები