პოლიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.
„სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ, შესაბამისის სამსახური მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას... არ ვარ ვალდებული ვაფრიალო განჩინება“, - ამბობს ადგილზე მყოფი პოლიციელი და შენობაში არ უშვებს პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სოფო ჯაფარიძეს.
ოფისი მარი ბროსეს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს.
მანამდე, პოლიცია მისული იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისშიც, თუმცა ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შემდეგ ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს.
ჩხრეკა ტარდება ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.