აჭარის მთავრობის მთავარ შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.
„აჭარის მთავრობის სახლთან ჩვენ კანონის ფარგლებში მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, არ გვეშინია მათი, არ გვეშინია სპეცრაზმის, რომელიც მზად არის ჩვენს დასარბევად. ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რეჟიმი რომელიც საქართველოს ხელისუფლებაშია“,- აცხადებენ შეკრებილები.
საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000 სტუდენტმა პეტიციას ხელი მოაწერა და ითხოვენ, სასწავლო პროცესი შეწყდეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლომდე.