„ჩემს შვილს ასეთ ქვეყანას ვერ დავუტოვებ, ვიდგები ბოლომდე, არაფრის მეშინია“ | ბაია დვალიშვილი

„ჩემს შვილს ასეთ ქვეყანას ვერ დავუტოვებ, ვიდგები ბოლომდე, არაფრის მეშინია“ | ბაია დვალიშვილი

1-12-2024, 20:51 - 2024
1 153
       

მსახიობი ბაია დვალიშვილი, რომელიც ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იმყოფება, ამბობს, რომ დასაკარგი აღარაფერია და შვილების მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
 
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ მოთხოვნას ალტერნატივა არ აქვს.
 

„ჩვენ ვიდგებით, იმიტომ, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი გვაქვს. წლებია უკვე საზოგადოებრივი არხის და „იმედის“ გარდა რეგიონებში და სოფლებში არაფერს არ იჭერს ტელევიზია. რამდენი წელია მარტო ტყუილი ისმის. მაგიტომ ვდგავართ აქ, რომ შეიცვალოს ქვეყანა და  ეს გაქსუებულები არ მართავდნენ და ეს ხუნტა არ მართავდეს ქვეყანას და მათი დამქაშები. მე ჩემს შვილს ასეთ ქვეყანას ვერ დაუტოვებ. აქ ჩემი ორი ამხანაგი დგას, რომელიც ათრიეს თმებით. მიდევს აგერ კორსიზი პირში და ვიდგები წამლებით გაჭყიპული. არ არსებობს, არაფრის და არავისი მეშინია!“, - ამბობს ბაია დვალიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები